Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 18/05/2026

ბრძანების N:: 14

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

მედიცინის ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის N118/02-01, 24/04/2026 ბრძანებით, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) საუნივერსიტეტო დაფინანსების  საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

  1. 2025-2026   სასწავლო  წლის  გაზაფხულის სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა/ერთსაფეხურიანი სამედიცინო) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (N118/02-01, 24/04/2026) მედიცინის  ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (29 661.0 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;
  2. დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით  №13   29/04/2026 დამტკიცებულმა კომისიამ;
  3. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს;
  4. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

მაია ბიწკინაშვილი დეკანი

მედიცინის ფაკულტეტი